კომპანია Amazon-ის სარეკლამო დანახარჯებმა 2019 წელს 34%-ით მოიმატა და წლიურად 11 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნული მონაცემი კი ამ კომპანიას ხდის „დედამიწაზე უმსხვილეს სარეკლამო დამკვეთად“. სწორედ მასზე მოდის მსოფლიო რეკლამის დანხარჯების 2%.
აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსის დაარსებულმა კომპანიამ ბოლო დეკადის განმავლობაში სარეკლამო ხარჯები 20-ჯერ გაზარდა - წერს გამოცემა Campaign-ი. მას ამის დასტურად 2009 წლის მონაცემიც მოჰყავს, რა დროსაც კომპანიამ 593 მილიონი დოლარი დახარჯა რეკლამაზე. კომპანიის სარეკლამო ბიუჯეტს იყოფს ორი მარკეტინგული კომპანია Lucky Generals-ი და Joint-ი, ხოლო მედიაში ბრენდის რეკლამირებას ეწევა კომპანია Initiative.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე რეკლამის უმსხვილეს დამკვეთად მიიჩნეოდა კომპანია Procter&Gamble-ი, თუმცა გაირკვა, რომ კომპანიამ 2019 წელს მნიშვნელოვნად შეკვეცა სარეკლამო ხარჯები და მან 2019 წელს 6,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.