კომპანია Amazon-ის ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა 1,84 მილიარდი დოლარის ღირებულების აქცია გაყიდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიაზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნულის თანახმად, ბეზოსმა 31 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით ჯამში 905,5 ათასი აქცია გაყიდა. ტელეკომპანია ყურადღებას აქცევს იმ ფაქტზე, რომ სწორედ ამ დროს Amazon-ის აქციებზე ფასი ძალიან გაზრდილი იყო და მისი კაპიტალიზაცია აღწევდა 1 ტრილიონ დოლარს, როგორც ეს 2018 წელს მოხდა.
გავრცელებული ცნობის თანახმად, ბეზოსმა Amazon-ის მსხვილი პაკეტები 2017 და 2019 წლებშიც გაყიდა. აღნიშნულს მილიარდერი ხსნის დამატებით 1 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღებით, რომელსაც მოახმარს მის სხვა კომპანიას, მათ შორის კოსმოსურ კომპანია Blue Origin-ს.
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, 31 იანვარს ბეზოსი 13,2 მილიარდი დოლარით გამდიდრდა, მხოლოდ 15 წუთით, ამის მიზეზი კი Amazon-ის აქციების რეკორდული გაძვირება გახდა. მას 117,2 მილიარდი დოლარის კაპიტალი აქვს და Forbes-ის თანახმად ზედიზედ მესამე წელია ინარჩუნებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულს.