კორონავირუსის გამო მოდის ბიზნესი ასობით მილიონ დოლარს დაკარგავს

ვირუს 2019-nCoV სახელით ჩინეთში გავრცელებული პნევმონია მოდის სამყაროსთვის ასობით მილიონი დოლარის ზარალის მომტანი ხდება. შტატებში ბაზირებული კომპანია Capri Holdings, რომლის შემადგენლობაში შედიან ისეთი ბრენდები როგორებიცაა Versace, Michael Kors და Jimmy Choo, 100 მილიონი დოლარის დანაკარგზე საუბრობს. აღნიშნულის შესახებ CNN თავად კომპანიის მიერ მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

5 თებერვლის მდგომარეობით კომპანიას მოუწია ჩინეთში არსებული 225 მაღაზიიდან 150-ის დახურვა, დარჩენილებში კი მკვეთრად შემცირდა გაყიდვები.

გარდა აღნიშნული კომპანიისა, კორონავირუსის გამო მაღაზიებს ხურავს გერმანული სპორტული სამოსისა და ინვენტარის ბრენდი Adidas-ი. კომპანიას ჩინეთში 500-მდე მაღაზია აქვს.

ჩინეთში მაღაზიების დახურვა მოუწია უმსხვილეს ამერიკულ სპორტულ ბრენდს Nike.

კოკა კვირკველია