2019 წელს აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი პირველად შემცირდა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. ამის მთავარი მიზეზი კი ჩინურ პროდუქციაზე გაზრდილი საბაჟო ტარიფებია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი გასულ წელს 1,7%-ით შემცირდა და 617 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2018 წელს ბოლო ათი წლის მაქსიმუმი 628 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა. სამინისტრო განმარტავს, რომ ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფის გაზრდამ ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის შემოდინება 18%-ით 345,6 მილიარდ დოლარამდე შეამცირა, მაშინ როცა 2018 წელს 419,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, მხარეებმა სავაჭრო საკითხებზე პირველი ფაზა 15 იანვარს ვაშინგტონში შეათანხმეს, რომლის შედეგად ჩინეთი დათანხმდა 2020 წელს ამერიკიდან 76,7 მილიარდი დოლარის ოდენობის პროდუქციის იმპროტს, ხოლო მომავალი წლიდან 123,3 მილიარდის იმპორტს.