ახალი ბანკნოტები

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, 23 სექტემბერს მოხმარებაში 10 € ღირებულების ახალი კუპიურები გაუშვა.ამის შესახებ  რეგულატორის საიტზე განთავსებული ინფორმაცია იტყობინება.  ”მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა, რომელიც ევროს იყენებს, ამის კეთება სრული დარწმუნებულობით განაგრძოს”- ნათქვამია პრეს-რელიზში.

23 სექტემბერს ახალი ბანკნოტები ევროკავშირის ზონის ყველა ქვეყნის ბანკს გადაეცემა. ახალი კუპიურების მთავარი განსხვავება დაცვის მექანიზმების განახლებაში და დიზაინის ელემენტების ცვლილებაში გამოიხატება. იმისთვის, რომ მომხმარებელს არანაირი კითხვა არ გაუჩნდეს ახალი ბანკნოტების შესახებ, ევროპის ცენტრალური ბანკის საიტზე, 23 ენაზეა განთავსებული ინფორმაცია, რომელიც €10 კუპიურის ყველა ცვლილებას ეხება.

ახალმა ბანკნოტამ შეინარჩუნა ძველი ზომა და ფერთა გამა. ფულად ერთეულს ორივე მხარეს რელიეფური ზოლები დაჰყვება, ხოლო ზედაპირი სპეციალური ლაქითაა დაფარული, რომელიც მის ზედაპირს უფრო გლუვს ხდის. კუპიურაზე ძველბერძნული მითოლოგიის ევროპის გამოსახულებაა დატანილი.  გარდა ამისა, ახალ ბანკნოტებზე ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერაც იქნება შეცვლილი. ფრანგი ჟან-კლოდ ტრიშეს ნაცვლად, კუპიურაზე ხელს იტალიელი მარიო დრაგი მოაწერს.

ევროპის ცენტრალური ბანკი ირწმუნება, რომ ახალი ბანკნოტებით ყველა მწარმოებელი, გამომთხვლელი მოწყობილობა და სავაჭრო ავტომატები მოამარაგა.  უახლოეს მომავალში, მიმოქცევაში 4,3 მილირადი €10-იანი მოექცევა.  ძველი ბანკნოტები მიმოქცევაში იქამდე დარჩება სანამ მათი, ახალი კუპიურით სრული ჩანაცვლება არ მოხდება.