თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტს იწყებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა, პროექტის განხორციელება წელს დაიწყება.
„ვაკის პარკი იცით, რომ არის ისტორიული ძეგლი, შესაბამისად, განსაკუთებული სიფრთხილით ვეკიდებით მის რეაბილიტაციას. ვაკის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც 2020 წელს განხორციელდება, დაიწყება ტერიტორიის რეაბილიტაციით, დაახლოებით 34 ჰექტარზეა საუბარი. ჩვენ არა მხოლოდ რებილიტაციას განვახორციელებთ, არამედ ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის მოვაწყობთ შესაბამის ბილიკებს, რომელიც ამ ორ სივრცეს ერთმანეთს დავაკავშირებთ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტის განხორციელებისას ჩვენ კომუნიკაციაში ვართ ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი ინტერესების გათვალისწინებით ვახორციელებთ პროექტებს. ვფიქრობთ, რომ ძალიან ჯანსაღ სივრცეს მივიღებთ, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა პირობა",- განაცხადა მაია ბითაძემ.