თბილისის მერია დიღმის ჭალების ტერიტორიაზე პარკის მშენებლობას იწყებს

თბილისის მერია დიღმის ჭალების ტერიტორიაზე პარკის მშენებლობას იწყებს. როგორც თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძემ განაცხადა, პროექტი 2020 წელს დაიწყება და 2 წელიწადში დასრულდება.

„დიღმის ჭალების პროექტი გამზადებული გვაქვს, მისი განხორციელების ვადები არის 2 წელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმის გათვალისწინებით, რომ დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არის ნაგავსაყრელი, ხოლო ტერიტორიის განახლებისა და პარკის მოწყობის შემთხვევაში გვექნება უნიკალური სივრცე, რომელიც პრაქტიკულად მტკვრის ორ ნაწილს დააკავშირებს ერთმანეთთან. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც მტკვარში არის კუნძული, სადაც განაშენების პირას მყოფი სახეობა წავი ბინადრობს. ეს კუნძული უნიკალურ საშუალებას მოგცემს ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. პარკი მოეწყობა დაახლოებით 15 ჰექტარზე", - განაცხადა ბითაძემ.