ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს, გაეცნოს ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, ჩვენს ძალიან მაგარ სამზარეულოს, ღირსშესანიშნაობებს და გავაცნოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი ძალიან მაგარი ხალხი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია „ევროპის საუკეთესო მიმართულებების“ სამეულში მოხვედრა ქალაქისთვის.
მისივე თქმით, ესაა დამატებითი სტიმული თითოეული ჩვენგანისთვის, რომ კიდევ უფრო გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი.
"ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს, გაეცნოს ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, ჩვენს ძალიან მაგარ სამზარეულოს, ღირსშესანიშნაობებს და გავაცნოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი ძალიან მაგარი ხალხი. თუ გადავხედავთ გასულ წლებს როგორ იზრდება ტურისტების რაოდენობა, ეს პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. შემთხვევითი არაა, რომ განსაკუთრებით დედაქალაქში, წლიდან წლამდე იზრდება სასტუმროების, ჰოსტელებისა და კაფე ბარების რაოდენობა. ეს რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია, მთავარ პრობლემის მოგვარებასთან, სამუშაო ადგილებთან. როცა ჩვენ ვგებულობთ, რომ მოვხვდით სამეულში, ეს არის დამატებითი სტიმული, რომ კიდევ უფრო მეტი ვიმუშაოთ, მოვუაროთ და გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი და ყველა, ვინც ჩამოდის, იყოს კმაყოფილი"- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის საერთაშორისო კონკურსში მესამე ადგილზე გავიდა. კოლმარისა და ათენის შემდეგ, ევროპის საუკეთესო მიმართულება 2020 წელს თბილისია.