დავით შავლიაშვილი გურიაში გაემგზავრა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე , ვაჟა ფანჩულიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები გურიაში გაემგზავრნენ.

ისინი ინტენსიური წვიმის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ წუთებში, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის სავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე, სოფელ შემოქმედთან, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე გზას რეცხავს, რის გამოც, ამ მონაკვეთზე მოძრაობა აიკძალა.

უწყების ცნობით, ამავე გზის მე-5 კმ-ზე მდინარემ გზის სავალი ნაწილის 200 გრძივი მეტრი დატბორა, შედეგად - ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. "ადგილზე მობილიზებულია საჭირო ტექნიკა. გზის აღდგენის სამუშოები წვიმის გადაღებისა და წყლის დონის დაწევისთანავე განხორციელდება", - აცხადებენ სამინისტროში.