”წელს, აჭარაში დასასვენებლად ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან ბევრი ადამიანი ჩავიდა”

2008 წლის შემდეგ წელს, აჭარაში დასასვენებლად ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან ყველაზე მეტი ოსი ჩავიდა.

ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა პარლამენტში, გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთიდან აჭარაში მოსახლეობის ჩასვლას ქართული მხარე მიესალმება, რადგან ეს ნდობის გაზრდას ნიშნავს.

როგორც ზაქარეიშვილმა განაცხადა, აფხაზეთიდან აჭარაში დასასვენებლად მოსახლეობა არ ჩასულა, რადგანაც აფხაზეთს ზღვა აქვს და შესაბამისად, აჭარაში ჩასვლა არ სჭირდებათ. თუმცა, მისივე თქმით, აფხაზებისადმი არის შეთავაზება განათლებისა და ჯანდაცვის კუთხით, რითაც სარგებლობენ.