როგორ დაიხარჯა 2 მლრდ ლარი სოფლის მეურნეობაში? - ამ თემაზე სასაუბროდ გადაცემაში "საქმე" გადაცემის სტუმრები - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი სალომე გელაშვილი საუბრობდნენ.
თემის განხილვისას, ISET-ის წარმომადგენელმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილისგან მოულოდნელი შეთავაზება მიიღო. მინისტრის მოადგილემ მას სამინისტროში მაღალი თანამდებობა შესთავაზა.
გადაცემა "საქმე" ყოველდღიური ტელერადიო პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ეკონომიკის მნიშვნელოვან საკითხებს აშუქებს. გადაცემა ყოველ სამუშაო დღეს, 13:15 საათზე ერთობლივად გადის ტელეკომპანია "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" (FM 103'9) ეთერში.