საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, 2020 წლის 6 თებერვლის 18:30 სთ-დან 7 თებერვლის 03:30 სთ-მდე დაგეგმილი სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, საჭიროა გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ - მეორე მხარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და იფნრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.