ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსთან გასამკლავებლად 9,5 მლრდ დოლარის მობილიზება შეძლო

ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსთან საბრძოლველად 66,74 მილიარდი იუანის (9,56 მილიარდი დოლარის) მობილიზება მოახერხა. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინსიტრის მოადგილემ იუ ვეიოპინმა განაცხადა.

აღნიშნული თანხიდან უკვე დახარჯულია 28,48 მილიარდი იუანი (4,08 მილიარდი დოლარი), დასძინა მან პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ამ თანხის 25%-ის უზურუნველყოფა ბიუჯეტმა მოახდინა.

მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ გამოყოფილი თანხები ხმარდება როგორც უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლას, ასევე მეცნიერულ კვლევებსა და პირველადი მოხმარების პროდუქტების მარაგების შევსებას. „ამ ბიუჯეტის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო ყველა რეგიონმა. რაც შეეხება ცენტრალურ ხელისუფლებას, ის გააკეთებს მაქსიმუმს ვირუსთან საბრძოლველად“, - განაცხადა იუ ვეიპინმა.

კოკა კვირკველია