სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა იზრდება

2019 წელს წინა წელთან შედარებით, სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 1.2 მლნ ტონით გაიზარდა.

კერძოდ, 2019 წლის იანვარ-დეკემბერში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 42.3 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2018 წლის ამავე პერიოდში 41.1 მლნ ტონა იყო.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 10.9 მლნ მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, წინა წლის განმავლობაში 412.2 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2018 წელს კი ეს ციფრი 401.3 მლნ იყო.

წინა წელს 2018 წელთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 2.1 მლნ ტონით გაიზარდა და 17.2 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2018 წელს 15.1 მლნ ტონა იყო.

ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 193,878 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, გასული წლის იანვარ-დეკემბერში 647,816 კონტეინერი, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 453,938 კონტეინერი გადამუშავდა.

თაია არდოტელი