ნიუ-იორკში 1-ლი მარტიდან პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალება

ნიუ-იორკში 1-ლი მარტიდან პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალება.

ცვლილების თანახმად, ნიუ-იორკის შტატში არსებულ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებს პოლიეთილენის პარკების გაყიდვა სრულიად აეკრძალათ.

ამ იდეის ავტორი შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომოა, რომელმაც ცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს გაავრცელა.

მისი თქმით, ამიერიდან მოსახლეობამ მაღაზიაში საკუთარი ეკო-მეგობრული მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები უნდა გამოიყენოს. წინააღმდეგ შეთხვევაში კი, ისინი იძულებულები გახდებიან მაღაზიაში მუყაოს პარკები შეიძინონ, რომელთა ღირებულებაც 5 ცენტს შეადგენს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ყოველწლიურად საშუალოდ 100 მილიარდ პოლიეთილენის პარკს მოიხმარენ, მხოლოდ ნიუ-იორკში კი 6.8 მილიარდს.

ბექა ბერიაშვილი