რისი განხორციელება იგეგმება თემქის ხევში, რაზეც 43 მლნ ლარი დაიხარჯება (+ვიდეო)

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ, 2020-2021 წლებში განსახორციელებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა.

ამ პროექტებს შორისაა, თემქის ხევში პარკის მოწყობის სამუშაოებიც.

მერიის ცნობით, პარკის მშენებლობა 22 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე იგეგმება. ხოლო სამუშაოებზე 43 მლნ ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. ამასთან, პროექტის განხორციელება 2020-2021 წლებშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ თემქის ხევის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი 31 მაისს გამოცხადდა. გამარჯვებული კომპანია კი „ატელიე არქიტექტსია“.

თაია არდოტელი