შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ამაღამ და ხვალ ღამით, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე არსებული გამწვანებული კლდის გაწმენდის, დასუფთავებისა და მცენარეების ფორმირების მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული ტერიტორია, რთული რელიეფის გამო, წლებია, არ გაწმენდილა.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოები მოითხოვს გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა დანიშნულების სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების განთავსებას, რაც საჭიროებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას.
„გამწვანებული კლდოვანი კედელი ამონაყარისგან და ლელქაშისგან გაიწმინდება; გაისხვლება და ფორმირდება ხე-მცენარეები, ასევე, მოწესრიგდება მწვანე საფარი.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.