ერთ თვეში სავალუტო რეზერვები 23 მლნ დოლარით შემცირდა

საქართველოს სარეზერვო აქტივები შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 31 იანვრისს მდგომარეობით სავალუტო რეზერვებმა 3,283 მლრდ დოლარი შეადგენა. ეს კი 23 მლნ დოლარით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით.

შემცირებულია მთლიანი რეზერვებიც, აქ კლებამ ერთ თვეში 23,4 მლნ დოლარი შეადგინა. სებ-ის სტატისტიკით, 31 იანვრის მდგომარეობით რეზერვები 3,482 მლრდ დოლარია. (დეკემბერი - 3,505 მლრდ დოლარი).