საქართველო კემპინგისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაშია - რომელი ქვეყანა ლიდერობს რეიტინგში

სამოგზაურო სააგენტო Kiwi.com კემპინგისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებს ასახელებს. სააგენტომ კვლევა მსოფლიოს 53 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ჩაატარა.

კვლევისას მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოიყენეს და ქვეყნები 0-დან 50-მდე ქულით შეაფასეს.

კვლევის ძირითად კრიტერიუმებს შეადგენდა: ბუნებრივი მრავალფეროვნება, პეიზაჟები, დაცული ტერიტორიების მდგომარეობა, გარემოს დაბინძურება, უსაფრთხოება და სტიქიური უბედურებების მოსალოგნელი საშიშროება.

კემპინგისთვის საუკეთესო ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

  • 1. კანადა- 45
  • 2. ფინეთი- 42
  • 3. ბრაზილია- 41
  • 4. ესპანეთი - 40
  • 5. შვედეთი-40
  • 6. აშშ- 40
  • 7. ავსტრალია- 39
  • 8. ნორვეგია- 39
  • 9. არგენტინა- 39
  • 10. რუსეთი-39

რაც შეეხება საქართველოს, ის რეიტინგში 48-ე ადგილს 31 ქულით, ურუგვაისთან, ბულგარეთთან და პოლონეთთან ერთად იკავებს.

ბექა ბერიაშვილი