საქართველოში სოციალური უთანასწორობა შემცირდა

საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით 2018 წელს ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0,02 პუნქტით შემცირდა და 0.39 ნიშნულს მიაღწია.

ჯინის კოეფიციენტის შემცირება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შემოსავლების მიხედვით, სოციალური უთანასწორობა შემცირდა.

ცნობისთვის, ჯინის კოეფიციენტი მათემატიკური კონცეფციაა, რომელიც იტალიელმა მათემატიკოსმა კორადო ჯინიმ 1914 წელს შეიმუშავა. დღეისათვის ეს განაწილების უთანასწორობის გაზომვის ყველაზე ადეკვატური საშუალებაა, სადაც ციფრი 0 აღნიშნავს ყველაზე თანასწორს, 100 კი, უთანასწოროს. აღნიშნული ფორმულა ძირითადად ქვეყნებში ფულის განაწილების გასაზომად გამოიყენება.

ჯინის კოეფიციენტი წლების მიხედვით:

თაია არდოტელი