იტალიურ-ამერიკულმა ავტოკონცერნმა Fiat Chrysler Automobiles-მა კორონავირუსის გამო შესაძლოა, ევროპაში ქარხანა დახუროს. ამის შესახებ The Financial Times-მა კომპანიის დირექტორმა მაიკ მენლიმ განუცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსმა ნეგატიური გავლენა მოახდინა FCA–ს ოთხ ჩინელ მომწოდებელ კომპანიაზე, მათ შორის, ერთის მიერ წარმოებული კომპონენტი „კრიტიკულად მნიშვნელოვანია”. შესაბამისად, მიწოდების შეჩერებამ ევროპაში წარმოება საფრთხის ქვეშ დააყენა.
მანლის არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის ნაწილს აწარმოებს ეს საწარმო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქარხანა ალტერნატიულ მომწოდებლებს ეძებს, რასაც შესაძლოა, 2–4 კვირა დასჭირდეს - იტყობინება „ინტერფაქსი“.
FCA არის პირველი ავტომწარმოებელი, რომელმაც კორონავირუსის გამო წარმოების შესაძლო შეჩერებაზე გააკეთა განცხადება. ბრენდები, როგორებიცაა Toyota, Hyundai, Volvo და PSA Group, განიცდიან მომარაგების შეფერხებას ან მიწოდების შეფერხების რისკს ჩინეთში გაჩენილი ვირუსის გამო.