7 თებერვალი, 2020- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად გაიმართება FIABCI-Georgia Prix d'Excellence-ის ეროვნული დაჯილდოება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ბანკი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2020 წლის 29 აპრილს აღნიშნული დაჯილდოვებით, რომლის ორგანიზატორებიც არიან FIABCI-Georgia და Property Georgia, გაიხსენება პირველი საერთაშორისო უძრავი ქონების კვირეული და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება “ექსპო ჯორჯიას” მიერ დაორგანიზებული უძრავი ქონების გამოფენით-G.R.E.E, “საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის” ყოველწლიური გალა ღონისძიებით და თემატური ერთობლივი აქტივობებით.
უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეულის სამი მთავარი ღონისძიება:
უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სამი მთავარი ღონისძიების პარალელურად, არაერთი საინტერესო, თემატური ღონისძიება გაიმართება, მათ შორის პრეზენტაციები, სემინარები, საგანმანათლებლო მასტერკლასები და საინვესტიციო ტურები.
„საქართველოს ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორების ხელშეწყობასა და განვითარებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორს მშპ-ს 8.1% უკავია და სექტორის ბრუნვა 5.7 მლრდ ლარს შეადგენდა 2019 წლის 9 თვის მონაცემით. ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისთვის, ვინაიდან უკეთესი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის სრულად გამოყენებას უწყობს ხელს, მათ შორის ისეთ დარგებში როგორიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა. მშენებლობის დარგი ასევე მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, რადგან იგი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. საქართველოს ბანკი მუდმივად მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, საერთაშორისო ლოკაციას. ამის დიდი პოტენციალი ნამდვილად აქვს ჩვენს ქვეყანას და მოხარული ვართ ვიყოთ ასეთი მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიების პარტნიორები “,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ.