იტალიის ქალაქ ვერონაში უილიამ შექსპირის პიესის „რომეო და ჯულიეტას“ მიხედვით მოწყობილი სასტუმრო „ჯულიეტას სახლი“ ვალენტინობის დღეს კონკურსში გამარჯვებულ 2 სტუმარს სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლებს. ამ ინფორმაციას გამოცემა CNN Airbnb-ის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბინების გაქირავების ყველაზე პოპულარულმა სააგენტომ გადაწყვიტა რომანტიული დასვენების მოყვარულებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი გაეკეთებინა. ისინი ვერონაში არსებულ ყველაზე ცნობილ შენობას- ე.წ. „ჯულიეტას სახლს“, სადაც 1960-იან წლებში პიესის მიხედვით „რომეო და ჯულიეტას“ ყველაზე ცნობილი ეკრანიზაცია გადაიღეს, ვალენტინობას 2 სტუმარს დაუთმობენ.
ამისათვის კი მსურველებმა სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ, სადაც განმარტავენ, თუ რატომ უნდა შეარჩიოს Airbnb მაინცდამაინც ისინი. აპლიკაციის შევსება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ.
განცხადების მიხედვით, ოთახში იგივე საწოლი და ნივთები იქნება განთავსებული, რომლებიც ეკრანიზაციის დროს გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ ვალენტინობის შემდეგ „ჯულიეტას სახლში“ შექსპირის პიესისა და ცნობილი ეკრანიზაციის მიხედვით მუზეუმი მოეწყობა.
აპლიკაციის ლინკი- https://www.airbnb.co.uk/d/juliet