ქვეყნების საგადასახადო პოლიტიკა მათ მოწყობაზე, პოლიტიკურ იდეოლოგიასა და ეკონომიკურ ხედვაზეა დამოკიდებული. ამის გამო არსებობენ ქვეყნები, სადაც საშემოსავლო გადასახადი საერთოდ არ არსებობს, პარალელურად კი ზოგიერთ ქვეყანაში გადასახადები ზოგჯერ შემოსავლის ნახევარსაც კი აღემატება.
World Economic Forum წარმოგიდგენთ მსოფლიოს ქვეყნებს, სადაც ყველაზე მაღალი საშემოსავლო გადასახადებია:
1. შვედეთი- 57.1%
2. იაპონია- 55.9%
3. ავსტრია- 55%
4. ნიდერლანდები- 51.7%
5. ბელგია- 50%
6. ირლანდია- 48%
7. ავსტრალია -45%
8. ჩინეთი- 45%
9. საფრანგეთი - 45%
10. გერმანია- 45%
ამასთანავე, მსოფლიოში არსებობს 10-ზე მეტი ქვეყანა, სადაც საშემოსავლო გადასახადი საერთოდ არ არსებობს. ესენია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, დასავლეთ საჰარა, ბერმუდა, სომალი, ბაჰამის კუნძულები, მონაკო, ანდორა, ბელიზი, ომანი და ბაჰრეინი.