შვედეთში მოტივტივე სასტუმრო Arctic Bath-ი გაიხსნა- რა ღირს სასტუმროში ერთი ღამე  (+ფოტო)

შვედეთის ჩრდილოეთ ნაწილში მოტივტივე სასტუმრო სახელად Arctic Bath-ი გაიხსნა.

უცნაური ფორმისა და ვიზუალის მქონე სასტუმროს აშენების იდეა 2018 წელს გაჩნდა. პროექტის ავტორებს სურდათ, შეექმნათ სასტუმრო, რომელიც იდეალურად იქნებოდა შერწყმული გარემოს და სტუმრებს ადგილობრივი გამაჯანსაღებელი პროცედურებით ესარგებლათ.

Arctic Bath-ს წრიული ფორმა აქვს და მდინარე ლულეს სანაპიროსთანაა მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ მისი წყლის მეშვეობით გადატანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

სასტუმროში სულ 12 ოთახი, რესტორანი, საუნა და წრიული საცურაო აუზია მოწყობილი. სასტუმროს მიზანია მისმა დამსვენებლებმა განტვირთვა და გაჯანსაღება შეძლონ.

მათ შეუძლიათ იოგითა და მედიტაციით დაკავდნენ, ამასთანავე, შეასრულონ ტრადიციული სკანდინავიური ჩვეულება- საუნიდან გამოსვლის შემდეგ გაყინულ წყალში გაცურონ.

რაც შეეხება სასტუმროში დარჩენის ფასს, Booking-ის მიხედვით ორკაციან ნომერში 1 ღამის გატარება 900 ევრომდე ღირს.

ბექა ბერიაშვილი