132 ათასი დოლარი ერთ ღამეში - რა ღირს ერთი ღამის გატარება მსოფლიოში ყველაზე რომანტიკულ კერძო კუნძულებზე

თუ გსურთ ბუნებაში დასვენება და ამისთვის ფინანსური მდგომარეობაც ხელს გიწყობთ, შეგიძლიათ მსოფლიოში ყველაზე რომანტიულ კერძო კუნძულებს ესტუმროთ. Forbes-მა ასეთი დასვენების მოყვარულებისთვის 8 ყველაზე უნიკალური კერძო კუნძული დაასახელა.

8. კუნძული გლადენი, ბელიზი

ქირის ღირებულება ერთ ღამეში: 3 ათასი დოლარი

კერძო კუნძლზე, რომელიც ბელიზის ბარიერულ რიფზე მდებარეობს, მისვლა მხოლოდ ვერტმფრენით ან ნავითა არის შესაძლებელი. კუნძულზე პალმებით გარშემორტყმულ ადგილას აგებულია პატარა ვილა. მომსახურე პერსონალი კი სხვა კუნძულზე ცხოვრობს, ისე რომ, დამსვენებლები არ შეაწუხონ.

7. კუნძული ჯაპაო, ბრაზილია

ქირის ღირებულება ერთ ღამეში: 4 ათასი დოლარი

ცხელი ტროპიკული კუნძული, რიო-დე-ჟანეიროს სამხრეთით მდებარეობს. ეს ადგილი ყველაზე პუპულარული მათ შორისაა, ვინც დაივინგითაა გატაცებული. მთელი წლის განმავლობაში დამსვენებლებს შეუძლიათ ვილასთან ერთად, კუნძლზე არსებული უამრავი სერვისით ისარგებლონ.

6. სასტუმრო დანბარ როკი, ჰონდურასი

ქირის ღირებულება კვირის განმავლობაში: 50 ათასი დოლარი

დანბარ როკის კუნძული ჰონდურასიდან ჩრდილოეთითაა. სასტუმროში 11 ნომერია. კარიბის ზღვის ამ პატარა კუნძულზე მთელი წლის განმავლობაში მოქმედებს დაივინგის სკოლა.

5. ბაჰამის კუნძულებზე, კუნძული ჩოინი კეი

ქირის ღირებულება ერთ ღამეში 21 ათასი დოლარი.

ატლანტის ოკეანეში კუნძული ჩოინი კეი გასაკუთრებული, ლამაზი ბუნების გამო ყოველთვის ექცევა ტურისტების ყურადღების ცენტრში. დიდი ვილა, რომელიც კუნძულზეა აგებული, გარშემორტყმულია 6 კერძო სანაპიროთი. კუძულზე იყენებენ მზის ენერგიას.

4. კუნძლი ვომო, ფიჯის რესპუბლიკა

ერთი ღამის ღირებულება 39 ათასი დოლარი.

კუნძლზე მოხვედრა ფიჯის საერთაშორისო აეროპორტიდან 15 წუთში ვერტმფრენითაა შესაძლებელი. კერძო კუნძულზე ქვიშის სანაპიროსთან და შეუდარებელ ბუნებასთან ერთად დამსვენებელს მაღალი კლასის მომსახურება ელოდება. კუნძულზე გაშენებულია ტროპიკული ბაღები, ფიტნეს ცენტრები, საბავშვო კლუბი და გოლფის მოედნები.

3. კუნძული ვოავა, მალდივი

ერთი ღამის ღირებულება 46 ათასი დოლარი

მალდივის კუნძლები მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია, თუმცა კუნძული ვოავა მაინც ყველასგან გამორჩეულია. ქვიშის სანაპიროზე აგებულ კოტეჯში, სადაც უმაღლესი კლასის მომსახურებაა, ტურისტებს სპა ცენტრს, აუზს, დაივინგის სკოლას და უდიდეს სათამაშო მოედანს სთავაზობენ.

2. ნეკერის კუნძული, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები

ერთი ღამის ღირებულება 87 ათასი დოლარი

ვირჯინიის ეს საოცარი კუნძული ბრიტანელი ბიზნესმენის, Virgin Group-ის დამფუძნებლის რიჩარდ ბრენსონის საკუთრებაა. კარიბის ზღვაში აგებული სასტუმრო, დამსვენებლებს საუცხოო ნომრებს სთავაზობს. დასასვენებელი ადგილები აგებულია ღია ცის ქვეშაც. აქ იმართება კონცერტები და სხვადასხვა სპორტული ტურნირები.

1. კალივინის კუნძული, გრენადა

ყველაზე ძვირადღირებულ კერძო კუნძულებს შორის, პირველ ადგილს კალივინის კუნძული იკავებს. ერთი ღამის განმავლობაში, აქ გადასახადი 132 ათას დოლარს შეადგენს.

2000 წელს, ეს საოცარი ადგილი ფრანგმა ბიზნესმენმა ჯორჯ კოენმა შეიძინა. უმაღლესი კლასის მომსახურებასთან ერთად, ტურისტებს აქ შეუძლიათ უნიკალური ტროპიკული ბაღები მოინახულონ, დაისვენონ ქვიშის სანაპიროზე, ისეირნონ ნავებითა და იახტებით.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ