ევროკავშირი - გამოწვევები რჩება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც მსხვილ ბიზნესს მოიცავს

„გამოწვევები რჩება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან, სამართლებრივ დასაბუთებასთან და მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით, რომელიც მსხვილ ბიზნესს მოიცავს“, - ამის შესახებ ევროკავშირის რიგით მეოთხე ანგარიშშია აღნიშნული.

„საქართველო წარმატებულია საერთაშორისო რეიტინგში ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით, მაგალითად, იგი მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ ინდექსის მიხედვით, მე-6 ადგილზეა მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის. საქართველო მსოფლიოს მოწინავე 10 ქვეყნის რიცხვშია შემდეგი მაჩვენებლებით:

  • ბიზნესის წამოწყება
  • მინორიტარული ინვესტორების დაცვა
  • საკუთრების რეგისტრაცია
  • ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფა

მეორეს მხრივ, მას უფრო დაბალი მაჩვენებლები აქვს გადახდისუუნაროდ აღიარების პროცედურებთან , საზღვრებს შორის ვაჭრობასა და ელექტროენერგიაზე წვდომასთან მიმართებაში.

ამავდროულად, გამოწვევები რჩება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან, სამართლებრივ დასაბუთებასთან და მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით, რომელიც მსხვილ ბიზნესს მოიცავს“,- ნათქვამია ანგარშში.

ნინი ქეთელაური