„მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთება არსებობს“, - ამის შესახებ ევროკავშირის რიგით მეოთხე ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, 2019 წლის პირველ ნახევარში, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამსახურებრივი დანაშაულების 365 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან მხოლოდ 3.8% გაიხსნა.
„კორუფციის პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას რაც შეეხება, საქართველომ ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განაგრძო.
ივლისში ანტიკორუფციულმა საბჭომ მიიღო ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2019 - 2020 წლებისთვის. შედეგები საერთაშორისო რეიტინგებში აისახა, თუმცა მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთება არსებობს. 2018 წლის საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელია 58/100 (2017 წელს - 56/100).
2018 წლის მსოფლიო ბანკის კორუფციის კონტროლის მაჩვენებელი ასევე გაუმჯობესდა, 2017 წელს 77/100 მიაღწია (2016 წლის მაჩვენებელი 74 იყო). საჯარო მოხელეების მიერ წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაციები 2017 წლიდან კონტროლდება (კანონის მოთხოვნით, მთლიანი დეკლარაციების 5% მოწმდება). 2019 წლის პირველ ნახევარში, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამსახურებრივი დანაშაულების 365 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან მხოლოდ 3.8% გაიხსნა (საქსტატის დანაშაულთა სტატისტიკა)“,-აღნიშნულია ანგარიშში.