2018 წელს სიღნაღისა და წნორის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ 184 მოქალაქეს მიმწოდებელი უხარისხო საკვებს აწვიდადა, რაზეც სიღნაღის მერიას რეაგირება არ მოუხდენია.
როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ ვერ მიიღო ხელშეკრულებით განსაზღვრული, ხარისხიანი მომსახურება, რაზეც 2017-2018 წლებში სიღნაღის ბიუჯეტიდან 215.7 ათასი ლარი დაიხარჯა.
უფრო კონკრეტულად, სიღნაღის მერიამ ხელშეკრულება ი/მ „ირმა ნასყიდაშვილთან“ გააფორმა, რომელიც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას არასათანადოდ მომზადებულ საკვებს და ნორმით დადგენილთან შედარებით მცირე ულუფებით აწვდიდა,
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სიღნაღის მერიაში შესულია ბენეფიციარების ერთობლივი განცხადებები, საკვების უხარისხობაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, მერიას შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია. შესაბამისად, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ ვერ მიიღო ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხიანი მომსახურება.