აჭარის მთავრობა: ბათუმში სტადიონი აშენდება!

ბათუმელი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ დააიმედეს, რომ მათ ქალაქში მალე სტადიონი აშენდება.

ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გაზეთი ”ლელო” ავრცელებს. როგორც ”ლელო” წერს,

აჭარის მთავრობის სხდომაზე მისმა თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად, ბათუმში ახალი სტადიონიც აშენდება.

ხაბაძის თქმით, ამ ორი პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი წელსვე დაიხარჯება. აქედან - 300 ათასი ლარი საავადმყოფოს, ხოლო დანარჩენი 450 ათასი ლარი სტადიონის პროექტის მომზადებას მოხმარდება.

არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, ახალი სტადიონი ლეონიძის ქუჩაზე, ელექტროქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 8-9 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენდება. სტადიონის მშენებლობისთვის თანხა 2015 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.