დავით ნარმანიამ წყნეთში სარეკრეაციო ზონაში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

წყნეთის გზატკეცილზე მიწის ნაკვეთისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეჩერება არ მომხდარა, არამედ ზონა შეიცვალა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მერიაში ჟურნალისტებს განუცხადა. ნარმანიამ კომენტარი წყნეთში სარეკრეაციო ზონაში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით გააკეთა.

თბილისის მერის თქმით, საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, ეკონომიკის სამინისტრომ ვალდებულება აიღო და ტერიტორია განაშენიანებისთვის გერმანულ სკოლას მისცა, სადაც თანამედროვე ტიპის ევროპული სკოლა უნდა გაკეთდეს.

ნარმანიას განმარტებით, მერიაში შევიდა პროექტი და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც მერიამ საკითხი მოამზადა. "იქ არის საცხოვრებელი ზონა და მის გვერდით ტერიტორიაზე მიეცემათ მათ მშენებლობის უფლება, რათა ჩადონ ინვესტიცია და ააშენონ ისეთი სკოლა, რაზეც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ. სტატუსის შეჩერება არ მომხდარა, ზონის შეცვლა მოხდა, რომ ეს ვალდებულება შესრულდეს, თუმცა ეს მწვანე ნაწილთან და ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებული არ არის,”- დასძინა ნარმანიამ.

გუშინ თბილისის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა საკითხი, რომლითაც თბილისის გენგეგმაში ცვლილება შევიდა. წყნეთის გზატკეცილზე სარეკრეაციო ზონას სტატუსი შეეცვალა და საცხოვრებელ ზონა #6-ად გადაკეთდა. ტერიტორია პირდაპირი მიყიდვის წესით, საგანმანათლებლო კომპლექსის ასაშენებლად უსასყიდლოდ გერმანელებს გადაეცა. სა