Wizz Air-ის უმსხვილესმა აქციონერმა 500 მილიონის წილი გაყიდა

ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი მსხვილი წილის გაყიდვების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ცნობილი ხდება, რომ ამ რუმინული კომპანიის უდიდესი წილის მფლობელმა Indigo-Partners-მა Wizz Air-ის 12,5 მილიონი აქცია გაყიდა. ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ კომპანიის აქციებზე ფასი 1,17%-ით 42,48 გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა, მაშინ როცა გაყიდვის დროს მისი ფასი 40,15 გირვანქა სტერლინგი იყო.

როგორც ცნობილია, Wizz Air-ის აქციები ლონდონის ბირჟაზე 2015 წლიდან ივაჭრება. კომპანია, რომელსაც 120 airbus a320 ოჯახის ხომალდი ჰყავს 150 მიმართულებით დაფრინავს და ის მზარდი კომპანიაა.

აღსანიშანვია, რომ Indigo-Partners-ს მთლიანი მისი წილი არ გაუყიდია და ის დღემდე 624 მილიონი გირვანქა სტერლინგის აქციებს ფლობს, რომელიც კომპანიის 20,6%-იან წილს უდრის. კომპანიას არ გაუმხელია მიზეზი, თუ რატომ გაყიდა მისი აქციების ნაწილი, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს განპირობებულია ბრექსიტით.

როგორც ცნობილია, ევროპაში ამოქმედებული რეგულაციის თანახმად, ავიაკომპანიების 50% მაინც უნდა იყოს ევროპაში ბაზირებული კომპანიების მფლობელობაში.

კოკა კვირკველია