აშშ-ის ხელისუფლება თბოელექტროსადგურების ემისიების შესამცირებლად 64 მლნ დოლარს გამოყოფს

აშშ-ის ხელისუფლება 64 მილიონ დოლარს გამოყოფს ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მხრიდან ემისიების შემცირების მიზნით. თანხა გამოიყოფა პროგრამისთვის „ქვანახშირი უპირველეს ყოვლისა“, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ემისიები ამ ელექტროსადგურებიდან.

აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა დენ ბრუიეტმა ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

„სამინისტრო წყვეტს იმ დრაკონულ კანონებს, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს მოქმედებდა. დღეს მინდა გამცნოთ, რომ გამოვყოფთ 64 მილიონ დოლარს ინიციატივისთვის „ქვანახშირი უპირველეს ყოვლისა“, რომელიც მიმართულია, რათა ნულს მიუახლოვდეს ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების ემისიები“ - განაცხადა მან.

კოკა კვირკველია