ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს შანხაიში მდებარე გიგაქარხანა ელექტრომობილების წარმოებას 10 თებერვლიდან განაახლებს. როგორც ცნობილია, ქარხანამ მუშაობა კორონავირუსის გამო შეააჩერა, ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება ქვეყნაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო.
როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, ქარხანას გაეწევა ყველა აუცილებელი დახმარება ნებისმიერი ტიპის საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც შესაძლოა, წარმოების დაწყებისას წარმოიქმნას.
როგორც ცნობილია, შანხაიში ქარხნის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება 2018 წლის ივლისში იქნა მიღებული. მისი ამოქმედება ოფიციალურად წელს იანვარში დაიწყო და კომპანიას გეგმაში აქვს სრული დატვირთვის შემთხვევაში ადგილზე წლიურად 500 ათასი ელექტრომობილი აწარმოოს. კომპანია ქარხნის სრულად დასრულების ბოლო ეტაპზე, თუმცა აქ წარმოებული ავტომობილების ჩინელი მყიდეველებისთვის მიწოდება უკვე დაწყებულია. ქარხნის მშენებლობაში ჯამურად 7,2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.