საბავშვო სათამაშოების კომპანია Mattel-ი წარმოებაში ჩასაშვებად ამზადებს Barbie-ს თოჯინების ახალ კოლექციას - Wellness Collection. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Business Insider-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი მოდელები მიეძღვნება სილამაზეს, საკუთარ თავზე ზრუნვასა და ჯანმრთელობას. კერძოდ, კოლექციაში შევა თოჯინები, რომელბიც არიან: სპა-პროცედურების მოყვარულები, იოგის მიმდევრები, სეირნობისა და სპორტდარბაზების მოსიყვარულე თოჯინები და სხვა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულმა თოჯინებმა პატარა გოგონების ყურადღება უნდა მიაპყრონ საკუთარ თავზე ზრუნვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე.