რა ქონებას ფლობს ლაგოდეხის მერი, რომლის ფოტომ სოციალური ქსელი დაიპყრო

ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, რომლის ფოტოშოპით დამუშავებულმა ფოტომ სოფიალური ქსელი დაიპყრო, ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 27 იანვარს შეავსო.

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს, "ფეისბუკში", ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ლაგოდეხის ერთ-ერთ ქუჩაზე ასფალტის დაგების პროცესია გადაღებული, ჯონდო მდივნიშვილი კი ფოტოშოპითაა ჩასმული. 4 თებერვალს აღნიშნული გვერდიდან ფოტო წაიშალა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლაგოდეხის მერმა, 2019 წელს, ერთ წელში ხელფასის სახით 25 440 ლარი აიღო.

რაც შეეხება მის უძრავ-მოძრავ ქონებას, დოკუმენტის მიხედვით, ჯონდო მდივნიშვილის სახელზე არაფერი ფიქსირდება.

მისი მეუღლის სახელზეა, სახლი თბილისში, რომელიც 2007 წელს 30 000 ლარად არის შეძენილი და ავტომობილი toyota estima, რაშიც 2015 წელს 4900 ლარი გადაიხადეს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ჯონდო მდივნიშვილი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა:

"ლიბერთი ბანკის" სახელფასოზე - 132,69 ლარს

"საქართველოს ბანკის" მიმდინარეზე - 35,27ლარს

ხოლო, ნაღდი ფულადი თანხის (დანაზოგის) სახით - 18 000 ლარს.

ნინი ქეთელაური