10 თებერვლიდან „m2 დეველოპმენტი“ თავის ახალ პროექტში უპრეცედენტო ფასდაკლების აქციას იწყებს.
აქცია ყაზბეგის #15-ში გაყიდვების ახალი ოფისის გახსნას უკავშირდება და თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს. ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე.
m2-ის მომავალ მობინადრეებს უნიკალური შანსი აქვთ, დიდი ფასდაკლებით შეიძინონ ბინა სრულიად ინოვაციურ ორიგინალური იდეებით ხორცშესხმულ და 21-ე საუკუნის მოთხოვნებზე მორგებულ თანამედროვე უბანში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მსგავსი მასშტაბის აქცია პირველია და აღარ განმეორდება.
აღნიშნული აქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ყაზბეგის #15-სა და წერეთლის #118-ში მდებარე გაყიდვების ოფისებში.