კორონავირუსის გამო გახანგრძლივებული „არდადეგების“ შემდეგ ჩინეთში საწარმოები მუშაობას ანახლებენ

კორონავირუსის გამო გახანგრძლივებული „არდადეგების“ შემდეგ ჩინეთში მოქმედი საწარმოები მუშაობას ანახლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ასობით ადამიანის სამუშაო პროცესში დაბრუნებამ შესაძლოა, ინფექციური კერების გაჩენა და ეპდემიური აფეთქებები გამოიწვიოს, თუმცა თითოეულმა გაჩერებულმა დღემ მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკას შესაძლოა, მოუტანოს მრავალმილიარდიანი დანაკარგები.

როგორც ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ჟუნ ნანშანმა განაცხადა, „ყველაზე მარტივი, იაფი და ეფექტური მეთოდი დავამარცხოთ ეპიდემია, ეს არის ქვეყნის მოსახლეობას ვთხოვოთ ორი კვირა დარჩნენ სახლებში, ხოლო პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართონ ექიმს. ასეთი მარტივი მეთოდი მისი აზრით ხელს შეუწყობდა უმეტესობა ინფიცირებულების გამოვლენას, რის შემდეგაც ეპიდაფეთქება კლებაში წავიდოდა.

პოზიტიური ტენდენციები

იმის გამო, რომ ეპიდემიური სიტუაცია ქვეყანაში არ გამოსწორდა, ჩინეთს მოუწია საახალწლო არადადეგების ორჯერ გადმოწევა, ჯერ 31 იანვრიდან 3 თებერვლამდე, შემდეგ კი კიდეც ერთი კვირით 10 თებერვლამდე. თუმცა ამ არდადაგებით მოსახლეობამ ვერ ისარგებლა, რადგან ყველა გასართობი თუ სხვა სახის ღონისძიებები გაუქმდა და მათ უბრალოდ სახლში ჯდომამ მოუწიათ. დახურული იყო როგორც კინოთეატრები, ასევე რესტორნები და გასართობი ცენტრები. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა სტუმრადაც არ ევლოთ და სახლიდან სერიოზული მიზეზის გარეშე არ გამოსულიყვნენ. ამან კი გარკვეული შედეგები მოიტანა, 42,8%-ით შემცირდა ახლადდაინფიცირების მაჩვენებელი.

თუმცა ჩინეთის ეკონომიკა მეტს ვერ მოითმენს, ეს გამოიწვევს დიდ რღვევას ტექნოლოგიურ ჯაჭვში და მიწოდებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიო ეკონომიკისათვის, რომელიც მეტწილად დამოკიდებულია დღეს ჩინეთში წარმოებულ ნედლეულზე, მაკომპლექტებლებზე და სხვა პროდუქციაზე.

დარტყმა ეკონომიკაზე

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსისგან მიყენებული ზარალის დათვლა ჯერ ადრეა, ცალკეულმა რეიტინგულმა სააგენტოებმა 2020 წლისთვის ქვეყნის მშპ-ს ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები უკვე შეამცირეს. ჯერ Moody's-მა, შემდეგ კი S&P Global Ratings-მა და Goldman Sachs-მა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დასწიეს.

ზოგიერთმა კომპანიამ საკუთარ თანამშრომლებს სახლიდან სამუშაოების შესრულება და საოფისე საქმის წარმოება შესთავაზეს, თუმცა ქარხნებში მომუშავეებს ეს არ შეეხოთ. შედეგად კი მეტ წილ კომპანიებს დღეიდან უწევთ მუშაობის განახლება. მათ კარგად ესმით, რომ „არდადაგების“ მორიგ ჯერზე გახანგრძლივება მნშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და სერიოზულად დაარტყამს დასაქმებულთა ჯიბესაც, რომლებსაც კრედიტები აქვთ დასაფარი და საერთოდაც, შესაძლოა, ვერ გადაიხადონ კომუნალური გადასახადებიც კი. შესაბამისად, ქვეყნას მოუწევს დღეს ეკონომიკური ძრავის ამოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ ეს გავს მინუს 30-გრადუსიან ყინვაში ძრავის დაქოქვას, შედეგად კი მის გახურებას გარკვეული დრო დასჭირდება.

კოკა კვირკველია