რა მარშრუტებზე გადანაწილდებიან ახალი ავტობუსები ხვალიდან

ხვალიდან მგზავრებს „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება.

თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგ მარშშრუტებზე:

N53 - ცაიშის ქუჩა (კუკია) - სადგურის მოედანი;

N49 - სადგურის მოედანი - შალვა ნუცუბიძის III მ/რ. (წრიული);

N44 - ზემო ფონიჭალის დასახლება - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს);

N47 - ნუცუბიძის I მ/რ. - სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ);

13 თებერვალს კი, ახალი ავტობუსები კიდევ 5 სამარშრუტო ხაზზე გადანაწილდებიან:

N22 - სოფელი ნასაგური - მეტროსადგური „ისანი“;

N41 - სოფელი წინუბანი - მეტროსადგური „ისანი“;

N29 - სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) - სოფელი თხინვალა;

N89 - მეტროსადგური „დიდუბე“ - ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ);

N18 - სოფელი პატარა ლილო - მეტროსადგური „ისანი“.

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები.