სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქალაქ ზუგდიდსა და სოფელ ჭითაწყარში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის, ჯამში 12 020 ღერის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.