18-21 თებერვლის კვირაში, პარლამენტი ფინანსთა მინისტრს მოუსმენს. ივანე მაჭავარიანი საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგება.
მინისტრს ქვეყანაში არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე კითხვებს კვლავ მხოლოდ უმრავლესობის წევრები დაუსვამენ. საპარლამენტო ოპოზიცია პლენარულ სხდომებს ისევ ბოიკოტს უცხადებს.