ჩინეთში მოთხოვნის კლება ნავთობს აიაფებს

ჩინეთში მოთხოვნის შემცირების კვალობაზე, ნავთობის ფასი კლებას აგრძელებს. თავის მხრივ, ჩინეთში მოთხოვნის შემცირებას, კორონავირუსის ეპიდემია და მასთან დაკავშირებული საგანგებო ზომები განაპირობებს. იმავდროულად, რუსეთს ჯერაც არ გადაუწყვეტია, შეუერთდეს თუ არა სხვა ექსპორტიორ ქვეყნებს, ბაზარზე მიწოდების ახალი შეზღუდვის დაწესებაში.

იანვრის პიკის შემდეგ, ნავთობის ფასი დაახლოებით 20 პროცენტით არის შემცირებული. ეს მსოფლიოში ნავთობის უდიდესი იმპორტიორ ჩინეთში მოხმარების მკვეთრი კლებით არის გამოწვეული, რამაც ბაზარზე მიწოდების სიჭარბე გამოიწვია.

ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 54.27 დოლარამდე შემცირდა, აშშ-ის დასავლეთ ტექსასური საშუალოს ფასმა კი 50.14 დოლარამდე დაიკლო. ამის კვალობაზე, ბაზარი რეაგირებას აგვიანებს.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) თავის წევრ და არაწევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ მათ ხელი შეუწყონ ბაზარზე დღიური მიწოდების 600 000 ბარელით შეკვეცას. რუსეთი ამაზე პასუხობს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად, მეტი დრო დასჭირდება. OPEC-ის და მისი არაწევრი ექსპორტიორების მოქმედი შეთანხმებით, დღიური მიწოდება 1.2 მილიონი ბარელით არის შეკვეცილი.