„პრაქტიკულ აკადემიაში“ მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსზე მე-4 ნაკადის მიღება დაიწყო.
3 - თვიანი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ მულტიმედია ჟურნალისტიკის საფუძვლები და ყველა მიმართულება, რომელშიც აღნიშნული სფეროა ინტეგრირებული.
კურსის ფარგლებში შესაძლებელია, ჟურნალისტიკისთვის ყველა საჭირო უნარ - ჩვევების შეძენა, რომელსაც დღეს მედიაბაზარი მოითხოვს.
პროგრამაში ჩართვა 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პირს შეუძლია. ჟურნალისტიკის მიმართულებით სპეციფიკური ცოდნა მოთხოვნას არ წარმოადგენს, რადგან ყველა საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას “პრაქტიკული აკადემია” უზრუნველყოფს.
პროგრამას რამდენიმე უპირატესობა აქვს:
· მენტორები, რომლებიც თავად არიან პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართული;
· 5 სხვადასხვა პლატფორმაზე პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართვის შესაძლებლობა;
· ინდივიდუალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა;
· „პალიტრა მედიასა“ და მის პარტნიორ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობა (მათ შორის Palitra News, რადიო „პალიტრა“ და გაერთიანებული ნიუსრუმი);
· ხელმისაწვდომი ღირებულება.
„პრაქტიკული აკადემიის“ პირველი სამი ნაკადის სტუდენტები „პალიტრა მედიის“ სხვადასხვა პლატფორმაზე უკვე დასაქმდნენ და რამდენიმე წელია, აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევიან.
აკადემიის ყოფილი სტუდენტის ლიდია ამარიანის თქმით, პროგრამა უნიკალური შანსია ნებისმიერი პროფესიისა და ასაკის ადამიანისთვის, ვინც ფიქრობს საკუთარი უნარების ახალ სფეროში მოსინჯვას, ან უბრალოდ უკვე არსებული ცოდნის გაღრმავებას. ლიდია ამარიანი პაქტიკული აკადემიის 1-ლი ნაკადის სტუდენტი იყო. კურსის დამთავრების შემდეგ კი „პალიტრა მედიის“ რამდენიმე პლატფორმაზე გააგრძელა მუშაობა.
„ამჟამად ვმუშაობ გადაცემა „ინტერნეტკონფერენციაზე“ და პარალელურად ქალების ვებგვერდ „მარაო“-ზე, თუმცა აქ არ დასრულდებულა ჩემი და ჰოლდინგის თანამშრომლობა და ჟურნალ „ბომონდის“ ჟურნალისტიც გავხდი. ვფიქრობ, დიდი ბედნიერებაა, როცა შენი სამსახური რუტინად არ იქცევა და იცი, მეგობრული და კარგი გარემო გხვდება“, - აღნიშნა მან.
„პრაქტიკული აკადემია“ სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა. მისი კონცეფცია საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე პროფესიული განათლების ხელშეწყობაა, რომელიც მსოფლიოში დამკვიდრებული დუალური პროგრამებით მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას უზრუნველყოფს.
დუალური განათლების ეს მოდელი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსებს. „პრაქტიკულ აკადემიაში“ მიმდინარეობს როგორც კომპლქესური პრაქტიკული პროგრამები, ისე მოკლევადიანი კურსები.
მულტიმედია ჟურნალისტიკის პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია „პრაქტიკული აკადემიის“ ვებ-გვერდზე https://bit.ly/2SyeiJr