ანაკლიის პორტით ერთ-ერთი ამერიკული კომპანია დაინტერესდა

ანაკლიის პორტით ერთ-ერთი ამერიკული კომპანია დაინტერესდა, - ამის შესახებ ნიუ-იორკში ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

"ანაკლიით ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული კომპანია დაინტერესდა. 1-ელ ოქტომბერს არის ბოლო ვადა ინტერესთა გამოხატვის და 1-ელ ოქტომბერს გვეცოდინება რა და როგორ. თუ იქნება მოთხოვნა კომპანიების მხრიდან, შესაძლოა ამ ვადამ გადაიწიოს, რადგან ძალიან ბევრი კითხვა აქვთ ამ კომპანიებს პორტთან დაკავშირებით", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. თუმცა, მინიტრის თქმით, შეიძლება ვადა არც გადაიწიოს, რადგან რამდენიმე კომპანიამ ინტერესი უკვე გამოხატა.

როგორც მინისტრმა საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებულ მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმის Invest in Georgia დაწყებამდე აღნიშნა, საქართველოსადმი ინტერესი ძალიან დიდია. მისი განმარტებით, ინვესტორები განსაკუთრებით ტრანსპორტის სფროთი ინტერესდებიან. კვირიკაშვილის განცხადებით, ახალი მიდგომებია ასევე სოფლის მეურნეობის სფეროს მიმართაც.