300-ზე მეტი ჩინური კომპანია კორონავირუსის გამო ბანკებს 8,2 მილიარდის კრედიტს სთხოვს

300-ზე მეტი ჩინური კომპანია ადგილობრივ ბანკებს სთხოვს გამოყონ ჯამში 8,2 მილიარდი დოლარის კრედიტი ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებისთვის, რათა შემცირდეს კორონავირუსით გამოწვეული შედეგები. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება.

კომპანიებს შორის, რომლებმაც ვალის ასაღებად მიმართეს ფინანსურ დაწესებულებებს, ასევე არის სმარტფონების მწარმოებელი ჩინური კომპანია Xiaomi. როგორც ირკვევა, ეს კორპორაცია ბანკებისგან 716,24 მილიონ დოლარს ითხოვს, რათა შეძლოს სამედიცინო ინვენტარის შეძენა, მათ შორის, თერმომეტრების და პირბადეების.

კიდევ ერთი კორპორაცია DiDi კი, ბანკებისგან ჰუმანიტარული მიზნების განხორციელებისთვის 7,16 მილიონ დოლარს ითხოვს.

კოკა კვირკველია