როგორი იქნება და რა დაჯდება ბილ გეითსის სუპერიახტა (+ფოტო)

Microsoftის დამფუძნებელმა და მსოფლიოში რიგით მე-2 უმდიდრესმა ადამიანმა, ბილ გეითსმა ჰოლანდიურ კომპანია Sinot-ს სუპერიახტის, Aqua-ს მშენებლობა შეუკვეთა, რომელიც 644 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. ამ ინფორმაციას The Guardians-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იახტის მშენებლობა 2024 წლისთვის დასრულდება. მისი სიგრძე 112 მეტრი იქნება და ერთჯერადად 6 035 კილომეტრის გავლა შეეძლება. იახტა ერთ საათში 31 კილომეტრის დაფარვას შეძლებს.

Aqua-ზე უმაღლესი დონის ნომრები, ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედანი, სავარჯიშო დარბაზი და საცურაო აუზი მოეწყობა.

იახტაზე განთავსებული ნომრები 14 სტუმრისა და ეკიპაჟის 31 წევრისთვის იქნება საკმარისი.

როგორც ცნობილია, იახტა ეკო-მეგობრული იქნება და მთლიანად წყალბადის საწვავზე იმუშავებს.

ბექა ბერიაშვილი