„ჯივიპი“, „რუსთავის წყალი“ და „მცხეთის წყალი“ ყინვასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავენ

კომპანიები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „რუსთავის წყალი“ და „მცხეთის წყალი“ მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღრიცხვის კვანძის და წყალსადენის სისტემის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია მოსახლეობამ მის კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული აღრიცხვის კვანძები და წყალსადენის ქსელები შეფუთონ.

„ასეთ შემთხვევებში, ასევე რეკომენდებულია, ღამის განმავლობაში მოშვებული დატოვოთ ონკანი წყლის მცირე ჭავლით.

ამავე პერიოდში, იმ აბონენტებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან, როგორც საყოფაცხოვრებო, ანუ ფიზიკური პირი, წყლის ჭარბი მოხმარების საფასური დაუკორექტირდებათ აღნიშნული კომპანიების სერვის ცენტრებში განცხადებით მიმართვის საფუძველზე.

რეკომენდაციის გათვალისწინება აუცილებელია მხოლოდ ღია სივრცეში განთავსებული აღრიცხვის კვანძების შემთხვევაში“, - ნათქვამია განცხადებაში.