უჩვეულო "ზაპო", რომელიც მილიონად იყიდება

1987 წელს გამოცემული «Запорожец», რომელიც იდეალურ მდგომარეობაშია და მხოლოდ 17 ათასი კილომეტრი გარბენი აქვს, მილიონ რუბლად იყიდება.

მისი მფლობელი ირწმუნება, რომ ავტომობილი „ახალივითაა“, არ გამოუყენებია ზამთარში და ინახებოდა მხოლოდ ავტოფარეხში. ეს ეგზემპლარი უჩვეულოცაა, მას გამოარჩევს სიჩქარიდან სიჩქარეში განსხვავებული გადართვა. გარდა ამისა, ის შემოსილია „მშობლიურ“ რეზინში. ავტომობილი ამძრაობაში მოჰყავს ბენზინის 1,2 ლიტრიან ძრავს, რომელსაც 42 ცხენის ძალა აქვს.

ЗАЗ-968 ქალაქ ზაპოროჟიეში 1971-1972 წლებში გამოდიოდა და მისი წინამორბედისგან, ЗАЗ-966-გან გამოირჩეოდა ინტერიერში განსხვავებული გაფორმებით.

ЗАЗ-968М კი გამოჩნდა 1979 წელს და მისი ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც კი ხდებოდა, სახელწოდებით – Yalta. მოდელი კონვეიერიდან 1994 წელს ჩამოხსნეს.