კორონავირუსად წოდებული პნევმონიის აფეთქებამ, შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში აშშ-სა და ჩინეთს შორის პირველი ფაზის დროს მიღწეული სავაჭრო შეთანხმების ნაწილის ნიველირება მოახდინოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ბრაიაენმა ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რაც შეეხება პირველ ფაზაზე ეფექტს, არანაირი ცვლილება ამ დროისთვის არ არის იმ მიმართულებით, რასაც ჩვენ ველოდებით, ჩინეთი შეისყიდის უფრო მეტ სოფლის მეურნეობის პროდუქციას. ვნახოთ, ეს როგორ იმუშავებს. ვირუსმა მოკლა ბევრი საწარმოო, ჩინეთს დასჭირდება საქონელი. ჩვენ ველოდებით, რომ ხელშეკრულება მათ საშუალებას მისცემს, მეტი პროდუქცია შეიძინონ ჩვენგან და ეს გახსნის ჩინეთის ბაზრებს ამერიკელი ფერმერებისთვის“ - განაცხადა მან.
მისივე თქმით, შტატებში კორონავირუსის აფეთქების მიმდინარეობას აკვირდებიან და ფიქრობენ, რომ ამან შესაძლოა გარკვეული ეფექტი მოახდინოს შეთანხმებაზე.
შეგახსენებთ, პირველი ფაზის შესახებ შეთანხმებას აშშ და ჩინეთმა ხელი 15 იანვარს ვაშინგტონში მოაწერეს.