მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავება ჩვეულებრივი პროცესია

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავება ჩვეულებრივი პროცესია.

როგორც მან საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ლობისტური კომპანიების გამოყენება ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომელსაც იყენებს, როგორც „ქართული ოცნება“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასაც" და სხვა პოლიტიკური ჯგუფები.

„ეს არავითარი სენსაციური პროცესი არაა, ჩვეულებრივი პროცესია. როგორც ხედავთ ინფორმაცია სრულიად გამჭვირვალეა. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ არა მხოლოდ ლობისტური კომპანიებით, არამედ უშუალოდ ჩვენი გუნდის წევრების მიერ ინფორმაციის მიწოდება მოხდეს", - აცხადებს ცქიტიშვილი.